Rotating Banner
FedsApp BETA 1
ვებ-საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ფედერალისტები: რეჟიმი, რომელსაც ეშინია ტროტუარზე მშვიდობიანი შეკრების, თავადვე ადასტურებს არალეგიტიმურობას

პარტია ფედერალისტების განცხადება ივანიშვილის რეჟიმის მიერ აქციაზე ტროტუარზე დგომის გამო მოქალაქეების დაპატიმრებაზე: 

“რეჟიმი, რომელსაც ეშინია ტროტუარზე მოქალაქეთა მშვიდობიანი შეკრების, თავადვე ადასტურებს თავის არალეგიტიმურობას.

მისი გახრწნილი სასამართლო, რომელმაც დღეს ტროტუარზე შეკრებისთვის მოქალაქეებს პატიმრობა შეუფარდა, აღასრულებს არა კანონს, არამედ ამორალურ, უკანონო რეპრესიებს.

შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება საქართველოს ყველა მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა, ხოლო საჯარო სივრცე ქართველი ხალხის საკუთრება და არა ივანიშვილის და მისი კრიმინალური რეჟიმის.

ვერც ერთი კანონი, ვერც ერთი სასამართლო, ვერც ერთი პატიმრობა ვერ წაშლის მოქალაქეთა უფლებას, გააპროტესტონ და იბრძოლონ არალეგიტიმური, უკანონო რეჟიმის წინააღმდეგ.

დღევანდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ქუჩაში პროტესტის გარეშე, რეჟიმი მოქალაქეებს წაართმევს ყველაფერს, რისთვისაც 35 წლის წინ დამოუკიდებელი სახელმწიფო დავაფუძნეთ.

რომ მას არ შეაკავებს არაფერი, იმ ძალის გარდა, რომელსაც ქუჩაში მოქალაქეების ერთიანობა ქმნის.

დიდება თავისუფლებას!” – აღნიშნულია განცხადებაში.