Rotating Banner
FedsApp BETA 1
ვებ-საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

კონფიდენციალურობის
პოლიტიკა

როგორ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას

წინამდებარე პოლიტიკა ეხება პერსონალურ მონაცემებზე არასანქცირებულ წვდომასთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტია „ფედერალისტების“ (დასახელება, კოდი, რეგისტრირებული მისამართი: @@@@@@@@@@@; საკონტაქტო ინფორმაცია: Tel – @@@@@@; email –@@@@@) (შემდგომში „პარტია“ ან  „ჩვენ“) მიერ შემუშავებულ დაცვის მექანიზმებს, რომელთა საშუალებითაც პარტია უზრუნველყოფს თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვას. ეს უკანასკნელი მოიცავს ინფორმაციას, რომელსაც პარტია მოიპოვებს თქვენი მხრიდან ჩვენს ვებ გვერდზე დელეგატად რეგისტრირების პერიოდში, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შემდგომში ასევე გამოიყენება პარტიის მიზნებისთვის. პოლიტიკის მიზანია, მოგაწოდოთ ინფორმაცია პერსონალური ინფორმაციის დამუშავებისას ჩვენი მუშაობის პრინციპებისა და თქვენი სამართლებრივი დაცვის მექანიზმებთან დაკავშირებით.

პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალობის დაცვის დაპირება
  • ვიზრუნებთ თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და დაცვაზე;
  • არ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს არამართლზომიერად;
  • თქვენი მოთხოვნისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს მოთხოვნიდან 10 დღის ვადაში მოგაწვდით სრულ და ამომწურავ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით.
როგორ გიცავთ კანონი
  •  პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალობის დაცვის დაპირების მსგავსად, აღნიშნულ მონაცემებს იცავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი.

    კანონმდებლობის თანახმად, თქვენ უფლება გაქვთ, მოგვთხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების თაობაზე. თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ შემდეგი ინფორმაცია:

    • რომელი მონაცემები მუშავდება თქვენს შესახებ;
    • მონაცემთა დამუშავების მიზანი;
    • მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;
    • რა გზით შეგროვდა თქვენი მონაცემები;
    • ვის გადაეცა თქვენი მონაცემები;
    • მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი.

    თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ ჩვენს მიერ დამუშავებული ინფორმაციის ასლი.

    კანონმდებლობის შესაბამისად თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი პირადი მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ. ასევე, გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი მონაცემების დამუშავების შეწყევტა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის. ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რამაც შესაძლოა ხელი შეგვიშალოს დაუყოვნებლივ წავშალოთ თქვენი პირადი მონაცემები. ასეთი ვალდებულებები შესაძლოა გამომდინარეობდეს საგადასახადო კანონმდებლობის, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და სხვა რელევანტური კანონმდებლობიდან.

     თქვენთვის აღნიშნული ინფორმაციის მოწოდების ვალდებულება პარტიას წარმოეშობა თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში. პერსონალური მონაცემების გამოყენების უფლება გვაქვს იმ შემთხვევაში, როცა ამისათვის გაგვაჩნია თქვენი თანხმობა, კონკრეტული სახელშეკრულებო ან/და კანონისმიერი საფუძველი.

     

    თქვენი პერსონალური ინფორმაცია მუშავდება კონკრეტული მიზნით, რაც გულისხმობს პარტიასთან დაკავშირებული მიზნის არსებობას. მნიშვნელოვანია, რომ მოცემულ შემთხვევაშიც, პარტიის მიერ ინფორმაციის დამუშავება არ არის მიმართული თქვენი ინტერესების საწინააღმდეგოდ.

შეგროვებული ინფორმაციის სახეობა და მისი გამოყენება

ჩვენ ვაგროვებთ ჩვენი მომხმარებლების შესახებ საიდენტიფიკაციო ინფორმაციას:

საიდენტიფიკაციო (პერსონალური) ინფორმაცია არის ინფორმაცია, რომლის მეშვეობითაც ხდება კონკრეტული დელეგატის იდენტიფიკაცია, შესაბამისად, დელეგატმა უნდა მიუთითოს შემდეგი სახის მონაცემები:

  • თქვენი სახელი და გვარი
  • ელექტრონული ფოსტის მისამართი;
  • ტელეფონის ნომერი
  • სხვა დამატებითი ნებაყოფლობით შესავსები ინფორმაცია თქვენ შესახებ.
პერსონალური მონაცემების შეგროვება ვებსაიტზე სტუმრობისას.

საინფორმაციო მიზნებისთვის ჩვენი ვებ-გვერდის გამოყენებისას, თუ თქვენ არ დარეგისტრირდებით ან სხვაგვარად არ მოგვაწვდით ინფორმაციას, ჩვენ ვაგროვებთ მხოლოდ პერსონალურ მონაცემებს, რომლებსაც თქვენი ბრაუზერი გადასცემს ჩვენს სერვერებს. თქვენი მონაცემების დამატებითი დაცვის უზრუნველსაყოფად, ჩვენ ვიყენებთ SSL დაშიფვრას ჩვენს ვებსაიტებზე. ყველა მონაცემი, რომელსაც თქვენ გადასცემთ ჩვენი ვებსაიტების მეშვეობით, დაშიფრულია და დაცულია არაავტორიზებული წვდომისგან. ჩვენი ვებსაიტების დამუშავებისას ჩვენ ვაგროვებთ და ვინახავთ შემდეგ მონაცემებს:

  • ანონიმური IP მისამართები
  • განაცხადის თარიღი და დრო
  • გრინვიჩის საშუალო დრო (GMT)
  • მოთხოვნის შინაარსი (კონკრეტული გვერდი)
  • ატვირთვის სტატუსი/HTTP სტატუსის კოდი
  • საიტი, საიდანაც მოდის მოთხოვნა
  • ბრაუზერი
  • ოპერაციული სისტემა და მისი ზედაპირი
  • ბრაუზერის პროგრამული უზრუნველყოფის ენა და ვერსია.

ეს მონაცემები ინახება ჟურნალის ფაილში ჩვენი პროვაიდერების სერვერზე.

მონაცემთა დამუშავების მიზნები

ზემოაღნიშნული მონაცემების შენახვა ჟურნალის ფაილებში ხდება ჩვენი ვებსაიტების ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად. გარდა ამისა, მონაცემები ემსახურება ვებსაიტების ოპტიმიზაციას და ჩვენი ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემების უსაფრთხოების გაუმჯობესებას.

უკუკავშირი

ჩვენს საიტზე მითითებულია საკონტაქტო ფორმები, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენთან ელექტრონულად დასაკავშირებლად. თუ აღნიშნული პარამეტრებით ისარგებლებთ, ფანჯარაში შეყვანილი მონაცემები გადაეცემა ჩვენთან, შეინახება და დამუშავდება. მინიმალური შესავსები ინფორმაცია გახლავთ: თქვენი სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, თემა და თქვენი მოთხოვნა ან შეთავაზება ჩვენთვის. გარდა ამისა, თქვენ ასევე გაქვთ შესაძლებლობა ნებაყოფლობით გამოგვიგზავნოთ თქვენი მისამართი ქუჩის, სახლის ნომრის, საფოსტო კოდის, ქალაქისა და ტელეფონის ნომრის სახით, რათა უკეთ შევძლოთ უკუკავშირის უზრუნველყოფა. ჩვენთვის შეტყობინების გამოგზავნის დროს, შესაძლოა შენახულ იქნას ისეთი მონაცემები, როგორიცაა მომხმარებლის IP მისამართი და გაგზავნის თარიღი და დრო.

მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა ნებისმიერ დროს კანონიერად გააუქმოს თანხმობა პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე ან გააპროტესტოს დამუშავება. ასეთ შემთხვევაში საუბარი ან საკითხის დამუშავება შეიძლება ვერ გაგრძელდეს.

ტექნიკური და ორგანიზაციული ღონისძიებები.

ჩვენ ვიღებთ ტექნიკურ და ორგანიზაციულ უსაფრთხოების ზომებს, რათა დავიცვათ თქვენი პერსონალური მონაცემები შემთხვევითი ან განზრახ მანიპულირებისგან, დაკარგვის, შეფერხების ან არასანქცირებული წვდომისგან და უზრუნველვყოთ თქვენი უფლებების დაცვა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

ჩვენს მიერ მიღებული ზომები უზრუნველყოფს თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობას, ასევე სისტემების, სერვისების ხელმისაწვდომობასა და სანდოობას თქვენი მონაცემების დამუშავებისას. ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მონაცემების ხელმისაწვდომობის აღდგენას ფიზიკური ან ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში.

 ჩვენი უსაფრთხოების ზომები ასევე მოიცავს თქვენი მონაცემების დაშიფვრას. ყველა ინფორმაცია, რომელიც თქვენ შეიტანეთ ონლაინ ჩვენს ვებგვერდზე, ტექნიკურად დაშიფრულია და მხოლოდ ამის შემდეგ გადაიცემა დანიშნულებისამებრ. შესაბამისად, ნებისმიერი არაავტორიზებული მესამე პირი მოკლებულია შესაძლებლობას ჰქონდეს წვდომა ზემოხსენებულ მონაცემებთან.

ჩვენ ვინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა იმ მიზნების შესასრულებლად, რისთვისაც მივიღეთ ეს მონაცემები. თუ თქვენ მოითხოვთ მონაცემთა დამუშავებაზე თანხმობის გაუქმებას, თქვენი მონაცემები წაიშლება იმ პირობით, რომ ჩვენ არ გვაქვს სხვა იურიდიულად გამართლებული საფუძველი თქვენი პერსონალური მონაცემების შესანახად. ამის საფუძველი შეიძლება იყოს, მაგალითად, კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულება, მტკიცებულებათა მოპოვების მიზნით სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინება, ან თქვენ მოგვაწოდეთ დამატებითი ახსნა.

 ჩვენს მიერ მონაცემთა დამუშავება და მასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები თანდათან გაუმჯობესდება ტექნოლოგიური განვითარების შესაბამისად.

„მზა ჩანაწერები“ (Cookies)

ჩვენ ვიყენებთ Cookies-ს და ვაკვირდებით ჩვენს ვებგვერდზე მომხმარებლების ქცევას, რათა დავრწმუნდეთ, რომ გთავაზობთ საუკეთესო გამოცდილებას ჩვენს ვებგვერდზე ყოფნისას და შევძლოთ მუდმივად გავაუმჯობესოთ მომსახურების ხარისხი.

ჩვენს ვებგვერდზე ვაგროვებთ ინფორმაციას Cookies-ების, მომხმარებლების ვებგვერდზე ნავიგაციისა და ქცევის შესახებ, კერძოდ:

  • “IP მისამართი, მოწყობილობის ტიპი, ოპერაციული სისტემა, ეკრანის რეზოლუცია, ბრაუზერი (ტიპი და სხვა ტექნიკური მახასიათებლები) საიდანაც ხდება ვებგვერდზე შემოსვლა.
  • ვაგროვებთ ინფორმაციას ჩვენს ვებგვერდზე გახსნილი გვერდების, სესიის ხანგრძლივობისა და სესიის სხვადასხვა პარამეტრების შესახებ.
  • ინფორმაცია იმ ქმედებების შესახებ, რომელიც ჩვენს ვებგვერდზე მოხდა: ფორმების შევსება, ვებგვერდის ინტერაქციული ელემენტების გამოყენება და ა.შ.
  • ვებგვერდზე ველების შევსების პროცესი, დრო და ფორმა.

 ვებგვერდის გამოყენების დაწყებამდე, თქვენ გაქვთ საშუალება დაეთანხმოთ Cookies და მომხმარებელთა ქცევაზე დაკვირვების შესახებ შეტყობინებას „თანხმობა“ ღილაკზე დაჭერით. იმ შემთხვევაში, თუ არ დაეთანმხებით “Cookies” პოლიტიკას, თუმცა გააგრძელებთ ვებგვერდის გამოყენებას აღნიშნული ქმედება მაინც ჩაითვლება თქვენს თანხმობად ზემოთ აღნიშნულ პოლიტიკაზე.

თუ გსურთ შეზღუდოთ Cookie ფაილები ან დაბლოკოთ ისინი ჩვენს ვებგვერდზე, ამის განხორციელება შეგიძლიათ თქვენი ბრაუზერის პარამეტრების შეცვლით.

ზემოაღნიშნული საფუძვლით (საკანონმდებლო, სახელშეკრულებო, თანხმობა), თქვენ უფლებამოსილი ხართ არ დაექვემდებაროთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც დაფუძნებულია მხოლოდ ავტომატიზირებულ დამუშავებაზე, მათ შორის პროფილირებაზე, რომელიც თქვენზე ახდენს მნიშველოვანი სახის იურიდიული, ფინანსური ან სხვა სახის გავლენას.

თქვენგან მონაცემებს ვიღებთ შემდეგ შემთხვევებში
  • როცა ვებ გვერდზე ავსებთ დელეგატის ფორმას და შეგყავთ შესაბამისი ინფორმაცია
  • როცა კომუნიკაცია ხორციელდება ჩატის, ტელეფონის ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით
  • როცა თქვენ იყენებთ ჩვენს ვებგვერდს.
  • როცა აგზავნით წერილებს როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით.
რისთვის ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას და ჩვენი მიზანი:
  • თქვენთან ურთიერთობისთვის.
  • თქვენზე მორგებული ეფექტური აქტივობების შესამუშავებლად და განსახორციელებლად.
  • თქვენი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, თქვენთვის საინტერესო პროდუქტების მოწოდებისთვის.
  • იმის შესასწავლად, თუ როგორ იყენებენ დელეგატები/მხარდამჭერები ჩვენს პროდუქტებს მარკეტინგული თუ სხვა აქტივობების ეფექტურობის შესაფასებლად.
  • ჩვენი პროდუქტების მოსაწოდებლად.
  • შემომწირველთა მიერ თანხის გადახდების განსახორციელებლად და სამართავად.
  • ჩვენი და ჩვენი მხარდამჭერთა/დელეგტთა რისკების სამართავად.
  • ჩვენთვის რელევანტური კანონებისა და რეგულაციების შესასრულებლად; საჩივრებზე რეაგირებისა და მოგვარების გზების მოსაძიებლად მინიჭებული უფლებებისა და ვალდებულებების განსახორციელებლად.
  • ვებგვერდის და მისი კომპონენტების ადაპტირებისთვის მომხმარებლის საჭიროებების მიხედვით
ჩვენი სამართლებრივი საფუძველი:
  • თქვენი თანხმობა, რომელსაც ახორციელებთ ღილაკზე დაკლიკებით
  • ჩვენი კანონიერი ინტერესები
  • ჩვენი კანონიერი მოვალეობა
  • რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
ჩვენ შეიძლება გავცეთ თქვენი ინფორმაცია თქვენი ან სხვების დაცვის მიზნით

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, გავცეთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია იმ შემთხვევებში, როდესაც ამას მოითხოვს კანონმდებლობა ან სამოქალაქოსამართლებრივი, სისხლისსამართლებრივი თუ ადმინისტრაციული სახის საქმის წარმოების დროს, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით მოთხოვნის/თანხმობის სააფუძველზე ან ჩვენი ინიციატივით, როცა აღნიშნული უფლება გამომდინარეობს მოქმედი კანონმდებლობით. ჩვენ, ასევე, ვიტოვებთ უფლებას, გავცეთ თქვენი ინფორმაცია შემდეგი მიზნებისათვის: წინამდებარე პოლიტიკის დაცვა და განხორციელება; ჩვენი ვებგვერდით სარგებლობის წესებისა და პირობების დაცვა და განხორციელება; ვებგვერდის, მისი მომხმარებლების ან სხვათა უფლებების, საკუთრების ან უსაფრთხოების დაცვა.

თქვენი უფლებები
თქვენ უფლება გაქვთ:
  • მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ.
  • პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული პრეტენზიები დააფიქსიროთ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატში
  • ნებისმიერ დროს უარი განაცხადოთ ან შეზღუდოთ ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, რასთან დაკავშირებითაც უნდა გვაცნობოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, ამგვარი შეტყობინების მიღებიდან 5-10 სამუშაო დღის ვადაში შევწყვიტოთ მონაცემების დამუშავება. თუ არ ისურვებთ პირადი ინფორმაციის გაცემას ან მოითხოვთ ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტას, შესაძლოა, შეფერხდეს ან შეუძლებელი გახდეს ჩვენს მიერ თქვენს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, მათ შორის ანგარიშის/პროფილის გამოყენება ან შესაბამისი მომსახურებების მიღება.
  • კონფიდენციალობის პოლიტიკასთან, ჩვენს საერთო უფლება-მოვალეობებთან ან ჩვენ მიერ თქვენი მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით არსებული შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგი საკომუნიკაციო არხის გამოყენებით:

               ელ-ფოსტის მისამართი: Tel – ; email – 

  • შეტყობინებაში მიუთითეთ დეტალური ინფორმაცია თუ რომელი პერსონალური მონაცემის დამუშავებაზე აცხადებთ უარს ან/და რა სახით გსურთ ინფორმაციის დამუშავების შეზღუდვა.
რამდენ ხანს ვინახავთ პერსონალურ ინფორმაციას?

მომსახურების დასრულების შემდეგ 10 წლის ვადით შემდეგი მიზეზების გამო

  • კითხვებსა და საჩივრებზე პასუხის გასაცემად
  • იმის დასამტკიცებლად, რომ ჩვენ სამართლიანად მოგექეცით
  • შესაბამისი რეგულაციების/წესების დაცვით აღრიცხვის წარმოების მიზნით
  • კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შესასრულებლად.

წესებისა და პირობების თანხმობის ელექტრონულად მონიშვნით/აღიარებით თქვენ ადასტურებთ, რომ ამავდროულად ეთანხმებით წინამდებარე კონფიდენციალობის პოლიტიკას, თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ზუსტ და უტყუარ მონაცემებს. ინფორმაციის მოწოდება მოხდა თქვენი საკუთარი სურვილით და ამისათვის თქვენ გაგაჩნიათ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და ნებართვა.

ასევე, წინამდებარე პირობებზე თანხმობის ელექტრონულად მონიშვნით/აღიარებით თანხმობას აცხადებთ, რომ თქვენ უფლებამოსილებას გვანიჭებთ ჩვენ და თანხმობას აცხადებთ მასზედ, რომ ჩვენ მიერ საკუთარი შეხედულებისამებრ და მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი რაოდენობით, ნებისმიერი წყაროდან გამოთხოვნილ და მიღებულ იქნას ინფორმაცია თქვენ შესახებ, მათ შორის პერსონალური მონაცემები, მათი გაცნობის, გადამოწმების, შედარების, ანალიზის, შენახვის და საკანონმდებლო ან/და სახელშეკრულებო ვალდებულებ(ებ)ის შესრულების მიზნებისთვის.

დონაცია და თანხის დაბრუნება

პარტიის სასარგებლოდ შესაძლებელია შემდეგი ტიპის დონაციის განხორციელება:

ერთჯერადი დონაცია — წარმოადგენს ერთჯერადად განხორციელებულ ნებაყოფლობით გადახდას;

ყოველთვიური დონაცია — წარმოადგენს რეგულარულ, პერიოდულ გადახდას, რომელიც ხორციელდება დონორის მიერ არჩეული ოდენობით ყოველთვიურად.

დონაცია წარმოადგენს ნებაყოფლობით გადახდას და, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ ექვემდებარება დაბრუნებას.

შემოწირულობის ნაწილობრივი ანაზღაურება დასაშვებია მხოლოდ იმ გამონაკლის შემთხვევაში, თუ თანხის გადახდა განხორციელდა შეცდომით (მაგ: თანხის არასწორი ოდენობის მითითების შედეგად). ასეთ შემთხვევაში, შემომწირველმა აღნიშნულის შესახებ პარტიას უნდა აცნობოს გადახდის განხორციელებიდან არაუგვიანეს 48 (ორმოცდარვა) საათისა ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე info@federalists.ge.

შეტყობინება უნდა შეიცავდეს გადახდის იდენტიფიცირებისთვის საჭირო ინფორმაციას:

  • დონორის სახელსა და გვარს;
  • გადახდის თარიღსა და დროს;
  • გადარიცხული თანხის ოდენობას;
  • შეცდომის არსს;
  • გადახდის საბანკო ამონაწერს.

თუ აღნიშნულ ვადაში თანხის დაბრუნების მოთხოვნა არ იქნა წარმოდგენილი, თანხა ჩაითვლება კანონიერად მიღებულ შემოწირულობად, რომელიც გამოიყენება პარტიის საქმიანობისა და კანონით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად.

ყოველთვიური დონაციის გამოწერის გაუქმება
ყოველთვიური დონაციის გაუქმება შესაძლებელია ნებისმიერ დროს, შემომწირველის მოთხოვნის საფუძველზე. აღნიშნული მოთხოვნა უნდა გამოიგზავნოს ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე info@federalists.ge