Rotating Banner
FedsApp BETA 1
ვებ-საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

უსაფრთხოების სამსახურები

პრობლემა 1

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებს მთავრობა რეპრესიული პოლიტიკის გასატარებლად იყენებს

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებისთვის სამართალდამცავი სტრუქტურების უფლებამოსილებების მინიჭება ზრდის ძალაუფლების გადაჭარბების და ბოროტად გამოყენების რისკს. ამჟამინდელი კანონმდებლობით, უსაფრთხოების სამსახურს აქვს საგამოძიებო ფუნქცია – დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულ და დამნაშავე პირთა ძებნა-გამოძიება, დაკავება და დანაშაულის ჩადენისათვის დაკავებულ პირთა დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსების უფლება. ამ მანდატებმა გამოიწვია ძალაუფლების გადამეტება და ადამიანის უფლებების დარღვევა.

გამოსავალი:

უსაფრთხოების სამსახურებისთვის სამართალდამცავი სტრუქტურების უფლებამოსილებების შეზღუდვა

ძალაუფლების ჭარბი კონცენტრაციის და ძალაუფლების გადაჭარბების რისკი შემცირდება, თუ უსაფრთხოების სამსახურებს არ ექნებათ აღმასრულებელი ძალაუფლება და ამისათვის, ვალდებულები იქნებიან ითანამშრომლონ სამართალდაცვით ორგანოებთან. ამ მოდელის მიხედვით, უსაფრთხოების სამსახურის მთავარი ფუნქციაა, რომ ერთი მხრივ, შეაგროვოს, ანალიზი გაუკეთოს და გადასცეს სადაზვერვო ინფორმაცია შესაბამის სამსახურებს და გადაწყვეტილებების მიმღებებს და მეორე მხრივ, აწარმოოს საერთაშორისო ოპერაციები. ძალაუფლების გადაჭარბების და ბოროტად გამოყენების რისკის გათვალისწინებით, ამ სადაზვერვო ინფორმაციის გამოყენება სასამართლოზე მტკიცებულებად შეუძლებელი უნდა იყოს. ეს მოდელი ასევე ახლოსაა ევრო-ატლანტიკურ პრაქტიკასთან.

პრობლემა 2

უსაფრთხოების სამსახურების არაეფექტიანობა

გამოსავალი:

ძალაუფლების ჭარბი კონცენტრაცია ერთ ორგანოში გამჭვირვალობის ნაკლებობის პირობებში ძალაუფლების გადაჭარბების პრობლემას ქმნის. ასევე, ძალაუფლების ჭარბი კონცენტრაცია უარყოფითად მოქმედებს დაზვერვის სისტემის ეფექტიანობაზეც. კერძოდ, დაზვერვის ხარისხი მნიშვნელოვნად ეცემა. 

ძალაუფლების ჭარბი ცენტრალიზაცია უსაფრთხოების ერთ სამსახურში ართულებს სადაზვერვო მასალის შეგროვებას და ანალიზს, რამაც თავის მხრივ შეიძლება გამოიწვიოს სადაზვერვო ინფორმაციის ნაკლოვანება, მნიშვნელოვანი შესაძლებლობების ხელიდან გაშვება და არაადეკვატური საპასუხო ქმედებები. 

ბიუროკრატიული პროცესის გათვალისწინებით, დიდი ორგანიზაციებს, როგორც წესი, მეტი დრო სჭირდებათ ქმედებებისთვის და აკლიათ მოქნილობა. ამას გარდა, გასათვალისწინებელია მოწყვლადობის რისკი, რომელიც იქმნება იმ შემთხვევაში, როდესაც ერთი ადამიანის ხელშია დიდი ძალაუფლება მოქცეული.

ეფექტური სადაზვერვო სამსახურის უზრუნველყოფა სტრუქტურის თემატურად დაყოფისა და სადაზვერვო პროდუქტების დივერსიფიკაციის გზით

შეიქმნას 5 სამსახური: დაზვერვა, კონტრდაზვერვა, სამხედრო დაზვერვა, ანტი-ტერორისტული და კონსტიტუციის დაცვა + რადიკალური ჯგუფების სააგენტოები. თითოეულ სააგენტოს უნდა ჰყავდეს თავისი ხელმძღვანელი, რომელიც იქნება სამინისტროს დაქვემდებერაში. ამ მხრივ, გამიჯნული იქნება პოლიტიკური / ტექნიკური თანამდებობები. მინისტრი იქნება ანგარიშვალდებული პარლამენთან და მიიღებს მონაწილეობას პოლიტიკის დაგეგმავში, ხოლო სამსახურის უშუალო ხელმძღვანელს ევალება ანალიტიკური/ ოპერაციული დავალებების შესრულება.

ცალ-ცალკე სააგენტოების შექმნის კიდევ ერთი დადებითი მხარე ისაა, რომ თითოეულ მათგანს გამოკვეთილი  მიზანი ექნება, რაც მათ საშუალებას მისცემს ყურადღება და ძალისხმევა მიმართონ კონკრეტული მიმართულებით. ეს გაზრდის დაზვერვის ხარისხს.

დაზვერვის ინფორმაციის წყაროების ამგვარი დივერსიფიკაციით ჩვენ მივაღწევთ ნაკლებად პოლიტიზირებულ და მეტად დაბალანსებულ უსაფრთხოების სისტემას რაც თავიდან აგვარიდებს ძალაუფლების გადაჭარბების რისკს.


გამოსავალი: შეიქმნას მაკოორდინირებელი ორგანო - დაზვერვის საბჭო

დაზვერვის საბჭო, უწყებათაშორისი ორგანო, რომელიც უსაფრთხოების სამსახურებს განკარგავს და შედგება უსაფრთხოების სააგენტოების წევრებისაგან, პასუხისმგებელი იქნება უსაფრთხოების სამსახურებს შორის თანამშრომლობაზე და კოორდინაციაზე.

დაზვერვის საბჭოს უნდა ჰყავდეს ანალიტიკური გუნდი, რომელიც აქტიურად მუშაობს სააგენტოებთან და სხვა სახელმწიფო დეპარტამენტებთან და აწარმოებს დაზვერვის საბოლოო პროდუქტის ანალიზს. დაზვერვის საბჭოს ასევე ექნება პირდაპირი კავშირი პრემიერ-მინისტრთან. კომიტეტის წევრების მოვალეობაა, თავიანთი სფეროების შესაბამის სამსახურებს და მათ ხელმძღვანელებს მიაწოდონ ანალიტიკური მასალის ის პრიორიტეტული ნაწილი, რომელიც მათგან კონკრეტულ ქმედებებს მოითხოვს.

დაზვერვის საბჭოს ასევე ევალება შესაბამის სტრუქტურებში გაავრცელოს დაზვერვის საბოლოო პროდუქტი, რომელზე დაყრდნობითაც, გადაწყვეტილებების მიმღებ ორგანოებს შეეძლებათ პოლიტიკის დაგეგმვა და პრიორიტეტების დადგენა.