პარტია „ფედერალისტები“ 2024 წლის აგვისტოში დაფუძნდა, როგორც მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც ემყარება თავისუფლების, პასუხისმგებლობის, ევროპული განვითარების და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების იდეას.2024 წლის 15 აგვისტოს გაიმართა პარტიის პირველი სადამფუძნებლო ყრილობა, სადაც 300-ზე მეტმა დელეგატმა აირჩია პარტიის პოლიტსაბჭო, გენერალური მდივანი, თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე და პარტიის თავმჯდომარე.ამავე ყრილობაზე დამტკიცდა პარტიის ლოგო, ფერები და სიმბოლიკა, რომლებიც გამოხატავს ფედერალისტების ღირებულებებსა და ხედვას.
სახელწოდება „ფედერალისტები“ გამოხატავს ჩვენს რწმენას, რომ ძლიერი სახელმწიფო იქმნება ძლიერი მოქალაქეების, ძლიერი თვითმმართველობებისა და ძალაუფლების დაბალანსებული განაწილების საფუძველზე.ჩვენ გვჯერა სახელმწიფოსი, სადაც გადაწყვეტილებები მოქალაქესთან ახლოს მიიღება, ინსტიტუტები ანგარიშვალდებულია, ხოლო ხელისუფლება საზოგადოების სამსახურში დგას.
პარტიის რეგისტრაციის პირველი განაცხადი და წესდება რეესტრმა აბსურდული ტექნიკური მიზეზებით დაგვიხარვეზა.მეორე სადამფუძნებლო ყრილობა 2025 წლის 9 თებერვალს გაიმართა. ამ ეტაპზე ფედერალისტებმა რეესტრში მმართველი პარტიის იდენტური წესდება წარადგინეს, რათა უარის შემთხვევაში აშკარა გამხდარიყო გადაწყვეტილების პოლიტიკური მოტივაცია.ამ ნაბიჯმა შედეგი გამოიღო და ფედერალისტები საბოლოოდ ოფიციალურად დარეგისტრირდნენ, როგორც მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება.
ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ორივე სადამფუძნებლო ყრილობა სრულად მხარდამჭერებისა და დელეგატების შემოწირულობებით დაფინანსდა.ეს ნიშნავს, რომ „ფედერალისტები“ მოქალაქეების ძალით შექმნილი პოლიტიკური მოძრაობაა და არა გავლენიანი ჯგუფების პროექტი.ჩვენ გვჯერა პოლიტიკის, რომელიც მოქალაქეების მონაწილეობას, მხარდაჭერასა და ჩართულობას ეფუძნება.
პარტიის მთავარი მმართველი ორგანოა პოლიტსაბჭო, რომელიც 19 წევრისგან შედგება და განსაზღვრავს პარტიის სტრატეგიულ მიმართულებებსა და პოლიტიკურ საქმიანობას.პარტიის თავმჯდომარედ ყრილობამ აირჩია გიგა ბოკერია.თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ აირჩიეს თამარ ჩერგოლეიშვილი.
ინფორმაცია გამოსახული იქნება ქარდებზე აიქონებით.თავისუფლებაადამიანის უფლებები, გამოხატვის თავისუფლება და დამოუკიდებელი მოქალაქე.კანონის უზენაესობაკანონი უნდა იდგეს ყველა პოლიტიკური ძალისა და თანამდებობის პირის ზემოთ.ევროპული არჩევანისაქართველოს მომავალი ევროპულ და დასავლურ სივრცეშია.ძლიერი ინსტიტუტებისახელმწიფო უნდა ემყარებოდეს დამოუკიდებელ და ანგარიშვალდებულ ინსტიტუტებს.ეკონომიკური თავისუფლებათავისუფალი ბაზარი, კონკურენცია და შესაძლებლობები მოქალაქეებისთვის.მოქალაქეების მონაწილეობადემოკრატია იწყება მოქალაქეების აქტიური ჩართულობით.დეცენტრალიზაციაძლიერი თვითმმართველობა და ძალაუფლების დაბალანსებული განაწილება.
ფედერალისტების მიზანია, საქართველო გახდეს თავისუფალი, ძლიერი და თანამედროვე ევროპული სახელმწიფო, სადაც მოქალაქე არის მთავარი ძალა, ინსტიტუტები ემსახურება საზოგადოებას და ხელისუფლება ანგარიშვალდებულია ხალხის წინაშე.ჩვენ გვინდა სახელმწიფო, სადაც კანონი დგას ყველა პოლიტიკური ძალისა და თანამდებობის პირის ზემოთ, ეკონომიკა ეფუძნება თავისუფალ კონკურენციას, ხოლო ქვეყნის მომავალი — ევროპულ და დასავლურ ცივილიზაციურ არჩევანს.